top of page

როზმარინი როგორც მატონიზირებელი საშუალება


გამოიყენება : კვირტები.

მოქმედება: შარდმდენი, ანტისეპტიკური, გამაახალგაზრდავებელი, ანტიოქსიდანტი, შლაკების გამომყვანი, შეკრულობის მომხსნელი, დაძაბულობის მომხსნელი, ანტიდეპრესანტი.

როზმარინის შემცველ ეთეროვან ზეთებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სოკოს მომსპობი თვისებები. მათი გამოყენებით ძლიერდება იმუნოსისტემა. უმჯობესდება კანის გამომყოფი ფუნქცია, გამოიყოფა ოფლი და დაბლა იწევს ტემპერატურა. როზმარინის ზეთი ეფექტურია ასთმის დროს ბრონქოსპაზმების მოსახსნელად.

როზმარინი არის შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალება გულის და ნერვული სისტემისთვის; გამოიყენება შიშის, დაძაბულობის, დეპრესიის და უძილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა მოხუცებულთათვის თავის ტკივილის დროს. ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, ამცირებს მუცლის ღრუში გაზების დაგროვებას ხელს უწყობს საკვების ნარჩენებისა და შლაკების გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელებას. მისი მწარე ნივტიერებები არეგულირებენ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას და ცხიმდაგროვებას.

როზმარინი არის გამაახალგაზრდავებელი საშუალება, უფრო ზუსტად ამუხრუჭებს მოხუცებულობის პროცესს.

როზმარინი ანტიოქსიდანტური საშუალებაა და ხელს უშლის ტკივილის წარმოშობას.

bottom of page